Tuesday, July 18, 2017

ტრენინგის ბოლო დღეს გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.პრეზენტაციამდე ტრენერის დახმარებით პროექტის გეგმაში შევიტანე საჭირო ცვლილებები.
 პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს, ქალბატონ მანანას ნაყოფიერი ტრენინგისთვის.ამ ტრენინგზე ბევრი რამ ვისწავლე,რაც ჩემს საქმიანობაში გამომადგება.დიდი მადლობა!

Monday, July 17, 2017

მოვაწესრიგეთ პორტფოლიო,შეფასების რუბრიკაში კრიტერიუმებს მივანიჭეთ წონა.

ვისწავლეთ ბლოგზე გუგლფორმებით კითხვარის შექმნა ფასილიტაციის მიზნით.
ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო


Thursday, July 13, 2017

დღე მე-7.


გავეცანით დიფერენცირებას მე-6 მოდულში,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და შევქმენით კითხვარი მოსწავლეთა ინტელექტის დიფერენცირებისთვის.
გავეცანით მხარდაჭერის დოკუმენტებს.
დავამატეთ ვიდეოინსტრუქციების საიტის მისამართი.

ვისწავლეთ დრაივიდან ბლოგზე საქაღალდის გადატანა.

Tuesday, July 11, 2017

ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.გავაკეთეთ პროექტის შეფასების რუბრიკა.მიზნის შესაბამისი უნდა იყოს ინდიკატორები.
ვისწავლეთ გაზიარება დოკუმენტების და კომენტარების მიცემა გაზიარებულ დოკუმენტზე

Thursday, July 6, 2017

გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას და ვისწავლეთ პოვერპოინტში სლაიდების გაკეთება.

Friday, June 30, 2017

ტრენინგის მე-3  დღე გაცილებით უფრო საინტერესო იყო.ვისწავლეთ,რომ პროექტის მიზნის ჩამოყალიბებისას,უნდა გავითვალისწინოთ,რომ მიზანი  იყოს გაზომვადი,ამავე დროს შესაბამისობაში საგნობრივ  სტრანდარტთან.
ზოგადი და თემატური კითხვები უნდა იყოს სწორად შერჩეული.

Thursday, June 29, 2017

ტრენინგის მეორე დღე   ბევრად უფრო საინტერესო იყო.ადრე დრაივ დისკს საერთოდ არ ვიყენებდი,ვინაიდან სხვა იყო ჩემი სამუშაო ფოსტა.
მოვისმინე საინტერესო პროექტების შინაარსი. დავხვეწე ჩემი პროექტის შინაარსიც.
გავეცანი პროექტის მახასიათებლებს,რაც პროექტის უკეთ დაგეგმვაში დამეხმარება

Saturday, June 24, 2017

                                                                  რეფლექსია



ძალიან საინტერესო ტრენინგია.ზოგადად ,ძალიან მაინტერესებს პროექტების შექმნა და  ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების საშუალებას მომცემს ეს ტრენინგი.სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესოა მოსწავლეებისთვის და ჩემი.როგორც ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებლისთვის ეს დამხმარე რესურსია მეორე ენის სწავლების პროცესში.ძალიან საინტერესო იყო პირველი დღე .